Georgian Mini-Help
(shareware, freely distributable)

რა რის BeFaster ?

 

BeFaster მრავალი პრიზის მფლობელი და მრავალფუნქციანი ინტერნეტ-კავშირის დამარეგულირებელი პროგრამაა. იგი არა მარტო არეგულირებს კავშირს, არამედ თავიდან გარიდებთ კავშირის გაწყვეტას და აღვიძებს გაჩერებულ მოდემებს.

 

რომელ ოპერატიულ სისტემაზე არის შესაძლებელი მისი დაყენება ?

 

მისი დაყენება შესაძლებელია ყველა 32-ბიყიან Windows-ის ოპერატიულ სისტემებზე : Windows 95/98/Me/NT/2000/XP/Server 2003/Vista.
მას ვერ გამოიყენებთ სისტემებზე Windows 3.x, Linux, OS/2, BeOS ან Macintosh-ის კომპიუტერებზე.

 

შენიშვნა: პრგოგრამის ქართულენოვანი ვერსიის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ Windows XP ან .Net სისტემებზე! პროგრამის დაყენებამდე დარწმუნდით, რომ ოპერატიული სისტემა აღჭურვილია ქართული ენის მხარდაჭერით. ამისათვის მიბრძანდით Start / Control Panel / Regional and Language Options. გადადით Languages დაფაზე და დარწმუნდით, რომ მონიშნულია ’Install files for complex script and right-to-left languages (including Thai)’.

 

რამდენად გააუმჯობესებს სისწრაფეს BeFaster ?

 

არასწორია იქნება ამ შეკითხვას ერთი პასუხი გავცეთ. BeFaster თქვენს კავშირს უფრო სარფიანს ხდის. იგი ვერ გაზრდის 56k სისწრაფიან მოდემის კავშირს 100k-მდე. თუ თქვენ 56k სისწრაფის კავშირი გაგაჩნიათ, მაშინ იგი საშუალებას მოგცემთ სრულად და საუკეთესოდ გამოიყენოთ ეს სისწრაფე. Microsoft თავის Windows-ის ოპერატიულ სისტემას სტანდარტული პარამეტრებით უშვებს (ისეთი პარამეტრებით, რაც ყველა სსტემას მოერგება).თუმცა ამ სტანდარტული პარამეტრებით ტქვენ საუკეთესო შედეგს ვერ მიირებთ. აქ უკვე თქვენ BeFaster გჭირდებათ, რათა მან Windows-ის პარამეტრები დაარეგულიროს. თუ თქვენ დაბალი სისწრაფის კავშირს ამყარებთ, რთულია, თუმცა არა შეუძლებელია, რომ შეამჩნიოთ BeFaster-ის მიერ ოპტიმიზებული კავშირის გაუმჯობესება. თუ თქვენ სწრაფი კავშირი გაქვთ, მაშინ ცვლილებებს უფრო ადვილად შეამჩნევთ.ყველა შემთხვევაში, BeFaster ყველა სახის კავშირს უზრუნველყოფს.

 

სხვა რა ფუნქციები გააჩნია BeFaster-ს ?

 

BeFaster სამი ძლიერი  ხელსაწყოსაგან შედგება.
Super-Ping ხელსაწო : ეს ხელსაწყო აგარიდებთ კავშირის გაწყვეტას. იგი საგანგებო ping ტექნოლოგიას იყენებს და დროის განსაზღვრულ ინტერვალში მონაცემებს აგზავნი/იღებს კავშირის შესანარჩუნებლად.
Ping Now ფუნქცია :
იგი გაჩერებულ მოდემს აღვიძებს და შესაბამისად თქვენს ინტერნეტ-კავშირს აცოცხლებს. მაგალითად: წარმოაიდგინეთ, რომ ინტერნეტში დასეირნობთ და თქვენი ფრენილა ამაყად გამცნობთ, რომ  "loading page..." თუმცა მოდემს რომ დახედავთ, შესაბამისი ნათურები ჩამქრალია. ამ დროს უბრალოდ გამოიყენეთ Ping Now ფუნქცია თქვენი მოდემის გასაღვიძებლად და კავშირის ასაჩქარებლად...

Records ფუნქცია : ამ ფუნქციის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი შექმნილი პარამეტრები ფაილში შენახოთ/ფაილიდან გამოიძახოთ. შედეგად, შეგიძლიათ საკუთარი პარამეტრები მეგობრებს გაუზიაროთ, ან საკუთარ სისტემაზე მრავალი პარამეტრი გამოცდოთ.

 

BeFaster ჩვეულებრივ მომხმარებელს შესაბამის ”ჩვეულებრივი მომხმარებლები”-ს ბარათს სთავაზობს. გამოცდილმ მომხმარებელს კი შესაძლებლობა აქვს ”გამოცდილი მომხმარებლები”-ს ბარათიდან დეტალურად გააკონტროლონ კავშირის ოპტიმიზაციის ყოველი პატამეტრი.
თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარებლოთ ”პირდაპირი განახლების” (LiveUpdate) მენიუს ბრძანებით, რას საშუალებას მოგცემთ არ გამოტოვოთ და ავტომატურად გადმოიწეროთ პროგრამის ახალი ვერსია.

 

როგორ დავარეგულიროთ კავშირი BeFaster-ის გამოყენებით ?

 

ჩვეულებრივმა მომხმარებელმა: ”ჩვეულებრივი მომხმარებლები”-ს ბარათში ამოირჩიეთ რა სახით ამყარებთ ინტერნეტთან კავშირს და დააჭირეთ ”პარამეტრების დარეგულირება” ღილაკს. ამის შემდეგ BeFaster გთხოვთ Windows გადატვირთოთ (ხელახლა ჩართოთ) დარეგულირების ბოლომდე მისაყვანად. შედეგად თქვენი კავშირი დარეგულირდება. თუ კავშირის ტიპს სწორად ამოირჩევთ, აღარ დაგჭირდებათ ყოველი ინტერნეტ-კავშირის წინ ხელახალი დარეგულირება. გამოცდილ მომხმარებელს შეუძლია ”გამოცდილი მომხმარებლები”-ს ბარათი გამოიყენოს და თვითონ დაარეგულიროს კავშირი. ამისათვის ინგლსურენოვანი ინსტრუქციები შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ მისამართზე http://www.ekremdeniz.com/bfhelp/
თუ ისურვებთ Windows-ის სტანდარტული პარამეტრების დაბრუნებას, დააჭირეთ  ”Windows-ის სტანდარტები” ღილაკს. BeFaster თქვენი კავშირის გასაძლიერებელი პროგრამაა. სანამ პროგრამას გამოიყენებდეთ, გირჩევთ კარგი ინტერნეტ-პროვაიდერის, აპარატურის (მოდემის) და დაუტვირთავი ხაზის ქონას. BeFaster აპარატურას ვერ გაგიუმჯობესებთ.

 

უფასოა (freeware) თუ არა BeFaster ?

 

პროგრამა Shareware ლიცენზიას ექვემდებარება. თქვენ შეგიძლიათ BeFaster-ის საცდელი ვერსია შემდეგი მისამართიდან ჩამოტვირთოთ: http://www.ekremdeniz.com. საცდელ ვერსიას 15 დღეში ვადა გაუვა. ვადის გასვლის შემდეგ პრგრამის კვლავ გამოსაყენებლად უნდა შეიძინოთ მისი პირადი გამოყენების ლიცენზია 16€ (EURO) დოლარად, ან სამსახურეობრივი ან სამთავრობო გამოყენების ლიცენზია 40€ (EURO) დოლარად. BeFaster შეძენა მსოფლიოს ყველა კუთხიდან უსაფრთხოდ შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით. სარეგისტრაციო კოდის შესაკვეთად დააწკაპუნეთ დააწკაპუნეთ აქ. სარეგისტრაციო კოდის მეშვეობით საცდელი ვერსია სრულ ფუნქციონირებად ვერსიად გადაკეთდება.

 

შენიშვნა:

 

პროგრამა ფუნქციონირებისათვის საჭიროებს VB6 Runtime ფაილებს, რაც Microsoft-ის შექმნილ უფასო პაკეტს წარმოადგეს. მისი გადმოწერა შეგიძლიათ მისამართზე http://www.ekremdeniz.com/help100.html.

 

საკონტაქტო მონაცემები:

 

ტექნიკური დახმარება : click here and fill the form.

 

ინტერნეტ-საიტი : http://www.ekremdeniz.com

 

This help file is translated by Aiet Kolkhi, aiet.qartuli.com